Thursday, 27 September 2018
მეთოდური დამხმარე ლიტერატურა საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება: მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის ფორმები
წარმოდგენილი წიგნი ეძღვნება უაღრესად თანამედროვე საკითს: მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას. ამ სკითხის განხილვა კი შეუძლებელია მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის პრობლემის განხილვის გარეშე. მასში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საკლასო მენეჯმენტი, რომელიც შეესაბამება მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, გაკვეთილის დაგეგმვა, საკლასო გარემო, სწავლების ინტერაქტიური მეთოდები, სწავლა-სწავლების სტილები და მოტივაცია.
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ცნობილი და აღიარებული ცნებაა, მისი რეალიზაცია მრავალ ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) ქაღალდზე გამოცხადებულ ლოზუნგად რჩება. მისი გამოყენება გართულებულია მასწავლებლების ნაკლები ინფორმირებით ამ ზოგადი მიდგომის განხორციელების კონკრეტული ზომების შესახებ. გარდა ამისა, ქართულ ენაზე გამოცემული პუბლიკაცია კონკრეტული რეკომენდაციებით ნაკლებად ხელმისაწვდომია.
წარმოდგენილი წიგნის სარგებლიანობა სწორად იმაში გამოიხატება, რომ მასში ცნობილი დასავლური სპეციალისტების (ბ.ბლუმი, ჯ.ბრაუნი, რ.ელისი, დ.ფრიმან-ლარსენი, ა,მასლოუ, რ.ოქსფორდი და სხვ.) აზრებია გაანალიზებული და მორგებული ჩვენს რეალობას. ასევე, ამ წიგნში გამოყენებულია ქართველი პედაგოგებისა და სპეციალისტების მოსაზრებებიც.
ვფოქრობ, აღნიშნული ლიტერატურა სასარგებლო იქნება როგორც სკოლის, ისე უმაღლესი განათლების მასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესის თანამედროვედ წარმართვის მიზნით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment