Thursday, 27 September 2018
მეთოდური დამხმარე ლიტერატურა საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება: მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის ფორმები
წარმოდგენილი წიგნი ეძღვნება უაღრესად თანამედროვე საკითს: მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას. ამ სკითხის განხილვა კი შეუძლებელია მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის პრობლემის განხილვის გარეშე. მასში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საკლასო მენეჯმენტი, რომელიც შეესაბამება მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, გაკვეთილის დაგეგმვა, საკლასო გარემო, სწავლების ინტერაქტიური მეთოდები, სწავლა-სწავლების სტილები და მოტივაცია.
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ცნობილი და აღიარებული ცნებაა, მისი რეალიზაცია მრავალ ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) ქაღალდზე გამოცხადებულ ლოზუნგად რჩება. მისი გამოყენება გართულებულია მასწავლებლების ნაკლები ინფორმირებით ამ ზოგადი მიდგომის განხორციელების კონკრეტული ზომების შესახებ. გარდა ამისა, ქართულ ენაზე გამოცემული პუბლიკაცია კონკრეტული რეკომენდაციებით ნაკლებად ხელმისაწვდომია.
წარმოდგენილი წიგნის სარგებლიანობა სწორად იმაში გამოიხატება, რომ მასში ცნობილი დასავლური სპეციალისტების (ბ.ბლუმი, ჯ.ბრაუნი, რ.ელისი, დ.ფრიმან-ლარსენი, ა,მასლოუ, რ.ოქსფორდი და სხვ.) აზრებია გაანალიზებული და მორგებული ჩვენს რეალობას. ასევე, ამ წიგნში გამოყენებულია ქართველი პედაგოგებისა და სპეციალისტების მოსაზრებებიც.
ვფოქრობ, აღნიშნული ლიტერატურა სასარგებლო იქნება როგორც სკოლის, ისე უმაღლესი განათლების მასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესის თანამედროვედ წარმართვის მიზნით.
Monday, 24 September 2018
სასკოლო კვლევის ანგარიში
კვლევა: მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის თელავის N3 საჯარო სკოლის IX_XII კლასებში
1. კვლევის ჩატარების ადგილი: სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის ქალაქ თელავის N 3 საჯარო სკოლა.
კვლევის ხანგრძლივობა: 2014-2015 ( მეორე სენესტრიდან) 2016-2017
ჩამტარებელი ორგანიზაცია: სსიპ ქალაქ თელავი #3 საჯარო სკოლის დირექცია და უცხო ენების კათედრა
ხელმძღვანელი: განათლების დოქტორი, ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი- მაია აბდელანი
2. კვლევის მიზანი და ამოცანა.
კვლევის მიზანი იყო სსიპ ქალაქ თელავის #3 საჯარო სკოლის პედაგოების მუშაობის სტილის გარკვევა საგაკვეთილო პროეცესში.
ჩვენი ჯგუფის მიერ ჩატარებული საგანმანათლებლო კვლევა გამომდინარეობს სკოლის საჭიროებიდან. რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა. კლასის ხელმძღვანელებთან გასაუბრების შედეგად კი გამოიკვეთა პრობლემა, რაც მდგომარეობს შემდეგში, საბაზო/საშუალო დონის მოსწავლეების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვავდა რამდენიმე მასწავლებლის მიმართ არა ეფექტური ურთიერთობის ფორმის გამოყენების გამო, რაც შედეგად დისციპლინის დარღვევას იწვევდა. შესაბამისად, ეს ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენდა მოსწვლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. შესაძლებელია ეს უკმაყოფილება გამოწვეული ყოფილიყო ასაკობრივი თავისებურებებით, ან არაეფექტური კომუნიკაციით. ასაკობრივი თავისებურებები ფსიქოლოგიურ ასპექტში განიხილება, ხოლო არაეფექტური კომუნიკაცია კი პედაგოგიურ ჭრილში.
ჩვენი ამოცანა იყო რა იყო სკოლასი აარაფექტური კომუნიკაციის გამომწვევი მიზეზები პედაგოგიურ ჭრილსი.
ნაწილი 3 - რეზიუმე
2014-2015 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, თელავის #3 საჯარო სკოლის დირექციამ, ინგლისური ენის მასაწავლებელთან ერთად ჩაატარა შიდა სასკოლო კვლევა.
კვლევისთვის, ფოკუს ჯუფთან ერთად, წინასწარ შემუშავდა კითხვარი, რომელიც 10 საკითხისგან შედგებოდა. თითოეულ საკითხს თან ერთვოდა სამი სავარაუდო პასუხი. მასწავლებლებს უნდა აღენიშნათ, თუ ურთიერთობის რომელ სტილს იყენებდნენ კონკრეტული დავალების მიცემის დროს.
ვალიდობის განსაზღვრის მიზნით, აღნიშნული კითხვარი შებრუნებული სახით დავურიგედ ანკეტირების შედეგად შერჩეულ მასწავლებლების მოსწავლეებს შესავსებად. მიღებული შედეგები შემდგომშო სკოლის დირექციის (ფოკუს ჯგუფის) მიერ იქნა გატანილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონფერენციაზე: „განათლების მართვის აქტუალური საკითხები-2015“ (22-25 ოქტომბერი, წყალტუბო). აღნიშნულ კონფერენციაზე მიღებული რეკომენდაციების მიხედვით კვლევაში შევიტანეთ ცვლილებები და კვლევა გავაგრძელედ შესაბამისად საჯარო სკოლის ინგლისური ენის ცოდნის შემოწმების მიმართულებით.
მეორე ეტაპი იყო მოსწავლეთა ცოდნის უნარ-ჩვევების შემოწმება ტესტირების სახით. ცალ-ცალკე იქნა განხილული სამივე ტიპის მასწავლებლების მოსწავლეთა შედეგები, საშუალო არითმეტიკული და სტანდარტული გადახრა აქ და გაანგარიშებულია SPSS 16.0 for Windows პროგრამის გამოყენებეთ.
და ბოლოს, რათა შეგვეფასებინა არა მხოლოდ ენობრივი უნარ-ჩვევების დონე, არამედ სტუდენტების მოტივაციის დონეც, ტესტირების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარი. პირველი კითხვა ეხებოდა იმის გარკვევას, თუ რამდენად კმაკოფილები არიან ისინი ინგლისური ენის სწავლების დონით. მეორე კითხვის მიხედვით შევეცადეთ დაგვედგინა სწავლაში ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები სხვადასხვა სტილის (ავტორიტარი, დემოკრატი, ლიბერალი) მატარებელი მასწავლებლისთვის დამახასიათებელი აქტივობების მიხედვით. აქედან გამომდინარე შეთავაზებული პასუხები იყო ტიპიური სწავლების სხვადასხვა სტილისთვის.
ნაწილი 4 - ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება
როგორც დაკვირვებამ, ისე ანკეტირების და კითხვარის შედეგებმა დაგვარწმუნა, რომ მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის დემოკრატულ სტილს გარკვეული უპირატესობა აქვს როგორც მოსწავლეთა ენობრივი უნარ-ჩვევების, ისე მათი კმაყოფილების თვალსაზრისით. შესაბამისად საჯარო სკოლის მასწავლებლებს, შიდა სასკოლო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები.
დასკვნა-რეკომენდაციები
1. მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის დემოკრატიულ ურთიერთობაში იგულისხმება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ანუ მუშაობის იმ თანამედროვე სტრატეგიებისა და ხერხების გამოყენება, რომლებიც დამყარებული იქნება სასწავლო პროცესის სუბიექტებს (მასწავლებელი და მოსწავლე) შორის ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთ თანამშრომლობაზე. ურთიერთობის ეს ფორმა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ეფექტურ წარმართვას. მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის დემოკრატიული ურთიერთობის უპირატესობას ავტორიტარულ და ლიბერალურ სტილებთან შედარებით ადასტურებს როგორც ჩვენს მიერ გაანალიზებული თეორიული ლიტერატურა და ექსპერიმენტული კვლევები, ისე ჩვენი შიდა სასკოლო კვლევაც.
2. დემოკრატიული მასწავლებლის როლი არის მოსწავლის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შექმნის პროცესის თანამონაწილის როლი. მოსწავლეც და მასწავლებელიც უნდა იყვნენ სასწავლო პროცესის სუბიექტები. ამ მიზნით საჯარო სკოლის მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების ინტერესებსა და უნარებს, მოთხოვნილებებსა და სურვილებს და თანამშრომლობდეს მოსწავლეებთან სასაუბრო თემის ფორმულირებისას, დავალებათა ტიპების შერჩევისას და ა.შ. ეს ხელს შეუწყობს შესასწავლ ენაზე კომუნიკაციისათვის ოპტიმალური პირობების ჩამოყალიბებას.
3. თუმცა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის დემოკრატიული ურთიერთობა სასურველია ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებისთის, იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებთან მუშაობისას, რადგან ამ ასაკში მოსწავლე მზად არის მეტი პასუხისმგებლობა აიღოს თავის სწავლაზე. Mმოზარდი მოსწავლისადმი პატივისცემა წარმატებული სასწავლო პროცესის საწინდარია.
4. ავტორიტარი-მასწავლებელი ცოდნის გადაცემას მზამზარეული მასალის მიწვდით ახერხებს, თუმცა არ ითვალისწინებს მოსწავლეთა სურვილებსა და ინტერესებს, მათ მოთხოვნილებას, მიიღონ მონაწილეობა ცოდნის შეძენის კრეატულ პროცესში. ამგვარად შეძენილი ცოდნა კარგია გამოცდების ჩასაბარებლად, მაგრამ არაეფექტურია ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად. ლიბერალი-მასწავლებელის მიზანია გაკვეთილის როგორმე მშვიდად დასრულება და მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ამ მიდგომით ავტორიტარი მასწავლებლის შედეგიც კი არ მიიღწევა, ხოლო კომუნიკაცია მოზარდებთან ვერ შედგება. მხოლოდ დემოკრატ- მასწავლებელს შესწევს უნარი სწავლები ისე წარმართოს, რომ მოსწავლეც არ დაზარალდეს და სასწავლო პროცესიც ეფექტურად მიმდინარეობდეს.
5. დემოკრატი-მასწავლებელი არა მარტო გეგმავს გაკვეთილს მოსწავლეების ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, არამედ მზად არის შეცვალოს გეგმა მათი საჭიროების გათვალისწინებით.
6. დემოკრატიული მასწავლებელი ხელს უწყობს აქტიური სწავლების დანერგვას და ამისათვის იყენებს ისეთ მეთოდებსა და აქტივობებს, როგორიცაა წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა, როლების გათამაშება, კონკურსები და ენობრივი თამაშები, “გასაღებიანი” სავარჯიშოები და ა.შ.
კვლევის საბოლოო შედეგები განხილულ იქნა საჯარო სკოლის კათედრების ერთობლივ შეხვედრებზე.
პატივისცემით: მაია აბდელანი
Subscribe to:
Posts (Atom)